როგორ უნდა თქვა ის, რაც გინდა, რომ თქვა, ისე, რომ ვერ დაგაბრალონ, რომ თქვი!

manipulationზოგჯერ სათაურები ადამიანებს აბნევენ…

ზოგი სათაური.

ზოგ ადამიანს.

ოღონდ, შენ ხომ არ დაბნეულხარ? რადგან ბევრჯერ გიფიქრია იმაზე, როგორ გინდა ვინმე ბუბუს ანდა ლულუს უთხრა რაღაც ისეთი, იმას რომ გულს შემოეყრება და შენ რომ გულს მოგეფონება, ოღონდ ისე, რომ ვერ დაგაბრალოს, აქაოდა, ეს რა მაკადრეო, საიდან იციო, ვინ გითხრაო, აბა დამიმტკიცეო…

საქმე ის კი არაა, დაუმტკიცებ თუ ვერა, ჯერ ერთიც, რომ გეზარება რაღაცის მტკიცება, მეორეც – ამან შესაძლოა სერიოზულ კონფლიქტამდე მიგიყვანოს და კონფლიქტი რომ გდომებოდა კიდე, დარწმუნებული ვარ, აქამდეც მაგრად “დაუკონფლიქტებდი”!

მოკლედ, ამის გაკეთება “ნაზად” გინდა, ასე ვთქვათ, “უსისხლოდ”… Continue reading

ნლპ-ს პატარა საიდუმლოებები

communiactionორ წელიწადზე მეტია ამ ბლოგზე არ შემოვსულვარ.

დღეს შემოვედი და სასიამოვნოდ გავოცდი: 300-მდე კომენტარი დამხვდა. მათ შორის თხოვნა – ბლოგი “გაცოცხლებულიყო”.

კაცმა რომ თქვას, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

და რაკიღა ახალ თემაზე არ მიფიქრია, ამიტომ ეს პოსტი ექსპრომტი იქნება.

სანამ ჩემთვის “დავბორიალობდი” ამ ორი წლის განმავლობაში, წარმოიდგინე, საკუთარი აქსიომებიც შევქმენი.

პირველი აქსიომა: ყველა წარმატების გასაღები კომუნიკაციაშია. ურთიერთობაში ანუ. Continue reading

მაგნიტური მზერა – სავარჯიშო მეორე

მაგნიტური მზერის გამომუშავების მეორე, ერთობ ეფექტური სავარჯიშო პირველის სახესხვაობას წარმოადგენს. შესასრულებლად ის გაცილებით რთულია, სამაგიეროდ, გასაოცარი შედეგის მოტანა შეუძლია.

დადექი სარკესთან. პრინციპში, შეგიძლია დაჯდე კიდეც. სარკეს გააჩნია. შავი ფანქრით, ან ფლომასტერით, ანდა მარკერით (რითაც გინდა, მთავარია მერე ადვილად ჩამოიბანო! :D) ცხვირის ძგიდეზე, თვალებს შორის, იქ, სადაც აღმოსავლური სწავლებებით ადამიანს “მესამე თვალი” აქვს, დაიხატე პატარა (მაგალითად, 5-თეთრიანის ზომის) შავი რგოლი.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა, პირველიცა და მეორე სავარჯიშოც უმჯობესია დილით გააკეთო, რადგან ამ დროს თვალი უფრო დასვენებულია. Continue reading

მომნუსხველი მზერა

tvaliსხვაგვარად მას მაგნიტურ მზერასაც უწოდებენ.

შეგახსენებ, რომ მზერით ადამიანს შეუძლია გადმოსცეს თავისი გრძნობები: სიყვარული და სიძულვილი, აღფრთოვანება და ზიზღი, მადლიერება, თანაგრძნობა და ეთსეთერა.

ამავდროულად გეტყვი, რომ, მზერა ერთ-ერთი უძლიერესი იარაღია, რომელსაც შეუძლია წარუშლელი შთაბეჭდილებისა და მძლავრი ზეგავლენის მოხდენა სხვა ადამიანებზე.

ანუ ის ფარული ზემოქმედების საშუალებაა. ის აბრმავებს, იზიდავს, ხიბლავს, ნუსხავს და აიოლებს მანიპულაციურ ზემოქმედებას სხვებზე. Continue reading