NLP TECHNIQUES
ნლპ-ტექნიკები გარკვეული სახით ორგანიზებული ქმედებების თანმიმდევრობაა, რომელიც პასუხობს ოთხ პირობას: ისინი (ანუ ესა თუ ის ტექნიკა) მუშაობს სასურველ შედეგზე (იმაზე, რისი მიღწევაც გვსურს); მისი აღწერა და შესრულება მიმდინარეობს ტექნიკით “ნაბიჯ-ნაბიჯ,” რაც იმას ნიშნავს, რომ სავარჯიშოს შესწავლა და გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც სპეციალური განათლება არ ჰქონდეს; ყველა სავარჯიშო იმდენად დახვეწილია, რომ იყენებს მინიმალურ ნაბიჯებს ამა თუ იმ შედეგის მისაღწევად; ტექნიკები არ არის დამოკიდებული კონკრეტულ შინაარსზე და მიმართულია პროცესის ფორმისაკენ – ამიტომაც უნივერსალურია.
თითოეული ნლპ-ტექნიკა ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელადაა გათვალისწინებული. ნლპ-ს გლობალური ამოცანაა, იმ ადგილიდან, სადაც ადამიანი შეჩერდა და პრობლემები აქვს, მიიყვანოს იგი პრობლემის გადაჭრამდე.
ყველა სავარჯიშო ფლობს “ჩაშენებულ” ეკოლოგიურ შემოწმებას პიროვნული მთლიანობის შესანარჩუნებლად. აზრის, ქმედების ანდა შეგრძნების შეცვლამდე აუცილებელია ამ ცვლილებების ხელშემწყობი პირობების შექმნა.
ნლპ-ში არის ასეთი წესი: თქვენ შეგიძლიათ დაიჯეროთ ანდა არ დაიჯეროთ იმის, რასაც პროგრამირება გპირდებათ – ეს არ არის მთავარი. მთავარია ნება დართოთ საკუთარ თავს, სცადოს და არაფერს ელოდოთ ამისგან, რადგან როცა არ არსებობს მოლოდინი, არც განხიბვლა არსებობს. ხოლო როცა არ არსებობს მოლოდინთან დაკავშირებული დაძაბულობა, თქვენი შესაძლებლობები ამოუწურავია და უამრავ შიდა რესურსზე მიგიწვდებათ ხელი.



ნლპ-ზე ქართულად არის ნათარგმნი წიგნები?
ისე გამიტაცა რომ..
შესაძლოა არის კიდეც, თუმცა, მე არ მინახავს და ეჭვიც მეპარება. ინგლისურად ბევრია, რაღა თქმა უნდა. ქართული რესურსის შექმნა-შევსებას კი, გარკვეულწილად, ეს ბლოგი ემსახურება. თუ კონკრეტულად რაიმე თემა გაინტერესებს, შემიძლია შესაბამისი პოსტები დავდო.