NLP
მომნუსხველი მზერა
სხვაგვარად მას მაგნიტურ მზერასაც უწოდებენ.
შეგახსენებ, რომ მზერით ადამიანს შეუძლია გადმოსცეს თავისი გრძნობები: სიყვარული და სიძულვილი, აღფრთოვანება და ზიზღი, მადლიერება, თანაგრძნობა და ეთსეთერა.
ამავდროულად გეტყვი, რომ, მზერა ერთ-ერთი უძლიერესი იარაღია, რომელსაც შეუძლია წარუშლელი შთაბეჭდილებისა და მძლავრი ზეგავლენის მოხდენა სხვა ადამიანებზე.
ანუ ის ფარული ზემოქმედების საშუალებაა. ის აბრმავებს, იზიდავს, ხიბლავს, ნუსხავს და აიოლებს მანიპულაციურ ზემოქმედებას სხვებზე.
მზერას შეუძლია გაანეიტრალოს ის ზეგავლენაც, რომელიც შენკენ მტრული განზრახვითაა მომართული.
ხომ გქონია შემთხვევა, როცა ვიღაცის მზერას ვერ გაუძელი, თვალი აარიდე, ანდა შფოთვამ შეგიპყრო?
ხომ შეგხვედრია ადამიანი, ვისი მძიმე ან გამჭოლი მზერაც თითქოს რენტგენივით ზემოქმედებდა შენზე, თითქოს მისთვის გამჭვირვალე იყავი?
ასეთ მზერას „მაგნიტურს“, „ოდიურს“ ანდა „ცენტრალურს“ უწოდებენ. მას შეუძლია არა მარტო ადამიანების დამორჩილება, არამედ  მხეცის დაშოშმინებაც კი.
უფრო მეტიც, ასეთი მზერა თვალებს ზედმიწევნით ალამაზებს.
მომნუსხველი მზერა წარმოქმნის მკვიდრ და შეუვალ აზრობრივ ტალღებს, რომლებიც უშუალოდ ადამიანის ტვინისკენაა მიმართული. მას ტყუილუბრალოდ როდი უწოდებენ „ცენტრალურს“ – ის ხომ ადამიანის სახის ცენტრალური ნაწილისკენაა მიმართული, იქ, სადაც წარბები ერთდება და ცხვირი იწყება, ანუ ცხვირის ფუძისკენ.
აღმოსავლური სწავლებების მიხედვით, ამ ადგილას ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე და აღქმადი ნერვული ცენტრია, რომელსაც უნარი შესწევს, მისკენ მიმართული ენერგეტიკული ზემოქმედება აღიქვას. მას ხშირად „მესამე თვალსაც“ უწოდებენ.
თუ მზერას ამ ადგილისკენ მიმართავ და, ამავდროულად, ადამიანს აზრობრივ ბრძანებებს გაუგზავნი, ანდა განიცდიიმ სურვილებსა და გრძნობებს, რომელთა გამოწვევაც მასში გინდა, იგი უთუოდ აღიქვამს მათ და შესაბამისი რეაქციაც ექნება.
თუმცა, ეს არა უბრალოდ კონკრეტული წერტილისკენ მიმართული, არამედ სწორედაც რომ მაგნიტური ცენტრალური მზერა უნდა იყოს, რომელსაც, ცხადია, ძალისხმევა და დაუზარელი ვარჯიში სჭირდება!
სავარჯიშო №1
თეთრ ფურცელზე დახატე (ფლომასტერით, მაგალითად) 20-თეთრიანისოდენა შავი წრე (მთლიანად შავი!). ფურცელი კედელზე მიამაგრე და დაჯექი ისე, რომ ეს შავი წერტილი მეტრ-ნახევრით იყოს შენგან დაშორებული და თან, შენი თვალების გასწვრივ მდებარეობდეს (ალბათ ხვდები, რომ სასურველი ადგილის შესარჩევად შეიძლება ფურცლის გადადგილება დაგჭირდეს).
ახლა მოხერხებულად მოკალათდი (არ დაიგრიხო!), შეხედე წერტილს და წარმოიდგინე, რომ თვალებიდან ორ პარალელურ და ამ შავ წრეში შეერთებულ სხივს ასხივებ.
ეს თვალის დაუხამხამებლად უნდა გააკეთო!
ვიცი, ვიცი, თვალი დაგეღალა და ცრემლებიც კი წამოგცვივდა.
მერე ვინ გითხრა, რომ თვალი უნდა დაღალო?
არავითარ შემთხვევაში!
საათი დაინიშნე და წერტილს ისე მიაჩერდი. როგორც კი თვალები აგეწვება და დახამხამების სურვილი შეგიპყრობს, დაახამხამე და საათს დახედე.
სავარაუდოდ, 30 წამი ან ერთი წუთი გაძელი! (შესანიშნავია!).
შეისვენე და სავარჯიშო გაიმეორე. ხუთჯერ ან შვიდჯერ.
თუ თვალის დაუხამხამებლად ისევ ერთი წუთი გაძელი, ესე იგი, ასეა საჭირო.
მეორე დღეს (აუცილებელი პირობაა!) ისევ იმეორებ ამ სავარჯიშოს და ინტერვალის გაზრდას არ ცდილობ. დაე, კვლავ ერთი წუთი იყოს. თუ მეტხანს გაძლებ, დაიმახსოვრე, რამდენი ხანი იჯექი ძალდაუტანებლად გაშტერებული! (სმაილი).
მესამე დღეს კვლავ იმეორებ სავარჯიშოს.
სავარაუდოდ ერთი კვირის შემდეგ, დროის ეს ინტერვალი 2-3-4 წუთს მიაღწევს (ინდივიდუალურია).
შეინარჩუნე ეს ინტერვალი რამდენიმე დღე. მაგალითად, 3.
შემდეგ შეეცადე, გაზარდო. ვთქვათ, კიდევ ერთი წუთით.
და ასე, ყოველ სამ დღეში დაუმატე თითო წუთი.
არიან ადამიანები, ვისაც თვალის დაუხამხამებლად ცქერა 30 წუთის განმავლობაშიც შეუძლია. თუმცა, სასურველი ეფექტის მისაღწევად, 15-20 წუთიანი ინტერვალის შედეგიც საკმარისია.
სავარჯიშო ამით არ დასრულებულა!
ახლა აიღე ფურცელი და გადაადგილე, ვთქვათ, მარჯვნივ, მაგრამ შენ იმავე ადგილას დარჩი, ანუ სადაც თავიდან დაიწყე ვარჯიში. ანდერსთენდ?
შესაბამისად, მზერის მიმართვაც მარჯვნივ მოგიწევს, მაგრამ თავის მოუბრუნებლად!
იმავეს მოიმოქმედებ მარცხნივაც.
შედეგი: 15-20 წუთი ან, კიდევ უკეთესი – ნახევარი საათი უნდა შეგეძლოს თვალისდაუხამხამებელი (უცრემლოდ, დაუღლელად) მზერის მიმართვა საითმე (სასურველია, ამ ეტაპზე ეს „საითმე“ არ იყოს ადამიანი).
სავარჯიშო №2
აუჰ, დავიღალე. მერე მოგიყვები, მაგალითად, ხვალ.
ან ზეგ.
მანამდე ვარჯიში დაიწყე!
სხვაგვარად, ვერ შევთანხმდებით.
შენი ლილუ.
უჰ, კინაღამ დამავიწყდა. გახსოვს, წინა პოსტში ჩემთან სტუმრად მობრძანებულს გკითხე: „რას მიირთმევ, მაგარ ყავას, მწვანე ჩაის თუ წითელი ფორთოხლის წვენს“?
ფიქრიამ მიპასუხა: „ფორთოხლის წვენს, იმიტომ, რომ…“
ჯი-ნი-ანმა მიპასუხა: „ფორთოხლის წვენს“.
ყველაფერი ძალიან მარტივი იყო.
მე მოგეცი არჩევანი არჩევანის გარეშე!
ჩაი, ყავა ან ფორთოხლის წვენი!
იგულისხმებოდა, რომ ერთ-ერთს აუცილებლად აირჩევდი.
და აზრად არ მოგივიდოდა სხვა არჩევანის გაკეთება.
იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არ დაგიტოვე. მაგალითად: „არა, გმადლობ, ცივი წყალი მირჩევნია“ ან „არც ერთი!“
ადამიანურად რომ გითხრა, გამოვიყენე ტექნიკა, რომელსაც ეწოდება „არჩევანი არჩევანის გარეშე“.
ანუ როცა ადამიანს თითქოს არჩევანის საშუალებას უტოვებ, მაგრამ მხოლოდ იმ ჩარჩოებში, რომლებიც შენ გინდა (ჩაი, ყავა, წვენი).
და ისიც მხოლოდ შემოთავაზებული „არჩევანიდან“ აირჩევს (თითქმის 95 პროცენტში)!
ასე რომ ეს ტექნიკა უკვე შეგიძლია გამოიყენო.
მაგალითად, საყვარელ ადამიანს, რომელიც სულ დროის უქონლობას იმიზეზებს, ჰკითხო: „დღეს შევხვდეთ თუ ხვალ დილით?“ ანდა „ახლა შევხვდეთ თუ ორ საათში?“
იგულისხმება, რომ შეხვედრა აუცილებლად შედგება, არჩევანი კი მხოლოდ ასეთია: ან ახლა, ანდა ორ საათში; ან დღეს, ან ხვალ დილით…
წარმატებები!
ნლპ – საბაზო პრესუპოზიცია: ცნობიერება და სხეული ერთიანი კიბერნეტიკული სისტემის ნაწილებია
“წარმოიდგინე, რომ ხელში შენი საყვარელი ხილი გიკავია. წარმოიდგინე, რომ გრძნობ მის წონასა და კანს. რა ფერისაა? წარმოთქვი მისი დასახელება. ახლა დახუჭე თვალი და წარმოიდგინე, რომ ამ ხილს ყნოსავ. რა შეგრძნებებს იწვევს მისი სურნელი? ახლა აზრობრივად გაჭერი იგი და ნელა მიიტანე პირთან. ჩაკბიჩე და მისი წვენი ენის ქვეშ დააგემოვნე.
თუ ახლა ნერწყვი არ გამოგეყო, ესე იგი, გძინავს…” (მაკ-დერმოტი, ო’კონორი).
ხილი წარმოსახვითი იყო, ხოლო ნერწყვი -რეალური. ცვლილებამ ცნობიერებაში გამოიწვია ცვლილებები სხეულში. იმიტომ, რომ ცნობიერება და სხეული ერთიანი კიბერნეტიკული სისტემის ნაწილებია.
ამას რა მნიშვნელობა აქვს? მაგალითად ის, რომ გარეგანი გამოვლინებებით შეგიძლია განსაზღვრო ადამიანის შინაგანი მდგომარეობა: რა გუნებაზეა, როგორი ხასიათი აქვს, რა დამოკიდებულება აქვს გარშემო მომდინარე მოვლენებისადმი. ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში ამას კალიბრირება ჰქვია.
ზოგჯერ შეგიძლია თავისებური ფოკუსების დემონსტრირებაც: „სიცრუის დეტექტორი“, „დიახ-არა“, „მოსწონს-არ მოსწონს“ და ეთესეთერა (ამ ფოკუსებს ქვემოთ განვმარტავ. ნე ვსიო სრაზუ!); შეგიძლია განსაზღვრო მოსაუბრის ჩვეული აზროვნება – აზროვნებს ხატებებით, სმენით, შეგრძნებებით თუ სიტყვებით (ამაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა პოსტებში).
მდივანი მიმართავს შეფს:
-თქვენთან სტუმარია.
-რა საკითხზე?
-ამბობს, რომ თავისი ფულის დაბრუნება უნდა!
შეფი მეხსიერებაში კრედიტორებს ქექავს.
-და როგორ გამოიყურება ეს სტუმარი?
-ისე გამოიყურება, რომ უმჯობესია, ფული დაუბრუნოთ!
მაინც, რა ნიშნებით განისაზღვრება ეს? პოზითა და მიმიკით, კანის ფერით, მისი ტენიანობით, სუნთქვის რიტმით (ტიპით), თვალების მოძრაობით, მეტყველების ორგანიზაციის მეთოდით. კონკრეტული მაგალითი გნებავს?
ვთქვათ, გინდა იცოდე, ეთანხმება თუ არა მოსაუბრე შენს ნათქვამს. თავიდან უსვამ კითხვებს, რომლებზე პასუხიც უკვე იცი (მაგალითად, შეიძლება იცოდე, რამდენი წლისაა, დაოჯახებულია თუ არა, ჰენესი უფრო მოსწონს, თუ ვისკი, რა ჰქვია მის კატას, ან თვითონ, და ეთსეთერა…). ამასთან, კითხვებს სვამ ისე, რომ შეეძლოს ერთმნიშვნელოვნად უპასუხოს „კი“ ან „არა“ (ბაი ზე ვეი, ასეთ კითხვებს „დახურული კითხვები“ ეწოდება). პასუხის გაცემისას (გაიხსენე, რომ ამ კითხვებზე პასუხი უკვე იცი!) მოსაუბრე მოახდენს მრავალ უსიტყვო გარეგან რეაქციას, რომლებსაც ყურადღებიანი დამკვირვებელი უთუოდ შენიშნავს.
საქმე ისაა, რომ სანამ მოსაუბრე შენს კითხვას უპასუხებს, ამ კითხვაზე მან ჯერ საკუთარ თავს უნდა უპასუხოს. ჰოდა, სხეულისა და ცნობიერების მჭიდრო კავშირის წყალობით, იგი, ამავდროულად, შესაბამის შინაგან მდგომარეობაში აღმოჩნდება.
აბა გაიხსენე, რას ეთანხმები უდავოდ, აბსოულუტურად.
გაიხსენე?
თუ გაიხსენე, უკვე შეგიძლია წარმოდგინო, რას ნიშნავს თანხმობის მდგომარეობა. და რაღა თქმა უნდა, ამ შინაგან მდგომარეობას გარკვეული გარე გამოვლინებები ესატყვისება. სწორედ მათ ვამჩნევთ ჩვენ.
მოდი, დავუბრუნდეთ მოსაუბრეს. მაშ ასე, კითხვა დასვით. პასუხი (სიტყვიერიცა და უსიტყვოც) მივიღეთ. რომელიღაც გარე რეაქციები შევნიშნეთ, რომელიღაცაც – გამოგვეპარა. არა უშავს. ვსვამთ კიდევ რამდენიმე კითხვას. ვამჩნევთ მეტს. ამგვარად, თითქოსდა ორი ნუსხა მივიღეთ. მაგალითად, ასეთი:
თანხმობა: „დიახ“
*წინ გადმოიხარა;
*ხელის მტვენები მოუდუნდა;
*მსუბუქად დააქნია თავი;
*ტუჩის კუთხეები აეწია;
*სახე მოუდუნდა;
*ქუთუთოები ჩამოეწია.
უთანხმოება: „არა“
*ტანი უკან გადაწია;
*მტევნები მომუშტა;
*თავი, მხრები აამოძრავა (განზე);
*სახე დაეძაბა;
*სუნთქვა შეეკრა.
ამას ათვლის წერტილი ჰქვია.
ანუ იმისათვის, რომ ვიცოდეთ, გვეთანხმება თუ არა ადამიანი, უნდა ვიცოდეთ მისი „არა“ და „ჰო“-ს ნამდვილი გამოვლინებები. მაშინ, ხმაც რომ არ ამოიღოს, მაინც ნათელი იქნება, „კი“-ს ამბობს, თუ „არა“-ს.
ეს ძალიან მოსახერხებელია. რა თქმა უნდა, ნუსხები შეიძლება უფრო მოზრდილიც იყოს (ინდივიადუალური თავისებურებების გათვალისწინებით) და არსობრივად – სხვაგვარიც. ერთადერთ შეზღუდვას აქ წარმოადგენს შენი უნარი, შეამჩნიო, დაახარისხო და დაიმახსოვრო გარედან მომავალი ინფორმაცია.
ამ პრესუპოზიციის სულ უფრო ხშირი გამოყენებით, ეს უნარი გამუდმებით ვითარდება და სრულყოფას განიცდის. დროთა განმავლობაში კი ის შენს ერთგულ დამხმარედ იქცევა. რაც ძალიან სასარგებლოა.
იმიტომ, რომ თუ ამა თუ იმ ადამიანთან მიმართებაში ეს „ათვლის წერტილი“ უკვე გაქვს, ანდა შესაბამის ნუსხებს შექმნი, შეძლებ განსაზღვრო არა მარტო მისი დამოკიდებულება შენი თვალსაზრისისადმი, არამედ ისიც, ცრუპენტელობს თუ არა (და კიდევ სხვა რაღაც-რუღაცები)…
ახლა შეგახსენებ, რომ ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში განზოგადებებს განიხილავენ არა მართებულობის ანდა ჭეშმარიტების, არამედ მათი სარგებლიანობის თვალსაზრისით. ზემომოყვანილი გარეგან გამოვლინებათა ნუსხები სარგებლიანია, რადგან იმ მეტ-ნაკლებად ტიპურ ნიშნების ავლენს, რომელთა მიხედვითაც მოსაუბრის მადგომარეობის განსაზღვრა შეიძლება.
ამავდროულად, არავითარ შემთხვევაში არ ვამტკიცებ, რომ ეს ნუსხა მართებულია ყველა შემთხვევაში.
რის გამო?
ჯერ ერთი, ჩვენ უკვე „გავიარეთ“, რომ „რუკა არ არის ტერიტორია“, ანუ მენიუს ვერ შეჭამ, რადგან ის სადილი არაა. ყოველი მორიგი მოსაუბრე თავისი რეაქციების ინდივიდუალური ნაკრების დემონსტრირებას მოახდენს (გარეგან გამოვლინებათა „ტერიტორია“), რაც ცხადია, ჩვენს ნუსხას (ანუ „რუკას“) ზედმიწევნით არ დაემთხვევა, ანუ მისგან რაღაცებით განსხვავებული იქნება.
მეორეც, ერთმა და იმავე ადამიანმა სხვადასხვა სიტუაციაში შესაძლოა სხვადასხვა „ტერიტორიის“ დემონსტრირება მოახდინოს. მაგალითად, თუ თვალები დაეღალა, შეიძლება, ჩვეულებრივზე უფრო ხშირად დაახამხამოს. მაშინ, მოცემულ ვითარებაში, ქუთუთოების მოძრაობა კრიტერიუმი ვერ იქნება. ამგვარი მაგალითი უამრავია.
დასკვნა №1: როდესაც კონკრეტული ადამიანის შინაგანი მდგომარეობის ზუსტი ცოდნაა საჭირო, სწორედ ამ ადამიანის კალიბრირება უნდა მოახდინო! მაშინ, შენ მიერ შექმნილი ინდივიდუალურ რეაქციათა რუკა გაცილებით უკეთ იმუშავებს, ვიდრე ნებისმიერი განზოგადებული ნუსხა (მაგალითად, ზემოთ მოყვანილი).
დასკვნა №2: კალიბრირების საიმედოობის განმტკიცება არსობრივად შესაძლებელია, თუ ყურადღებას გაამახვილებ გარეგან გამოვლენათა კომპლექსზე და არა ერთ რომელიმე ნიშანზე.
კიდევ რით გამოგვადგება ეს პრესუპოზიცია? რით და, თვითკონტროლის გამომუშავებით. არსებობს მოსაზრება, რომ საკუთარი ემოციების მართვა შეუძლებელია, რადგან ადამიანი ცოცხალი და თვითმყოფადი არსებაა და გარე ზეგავლენას არ ექვემდებარება.
რა თქმა უნდა, ცოცხალი არსებაა!
რასაკვირველია, თვითმყოფადია!
და სწორედ ამიტომ, შეუძლია თავად აირჩიოს რა და რის გამო განიცადოს!
ბაი ზე ვეი, ეს უკუკავშირის პრინციპითაც მუშაობს.
მაგალითად, გაიხსენე რომელიმე ძლიერი და თავდაჯერებული ადამიანი.
რა გახსენდება?
გამართულია, თავაწეული, მხრებში გაშლილი, თვალებში ეშმაკუნები ბუქნაობენ!
ახლა გაიხსენე ვინმე, ვინც რაიმე შიშსა და უიმედობას შეუპყრია. მხრებჩამოყრილი, თავჩაქინდრული, მზერაჩამქრალი, შებოჭილი…
გინდა, თავდაჯერებული იყო? მაშინ აირეკლე თავდაჯერებული ადამიანის პოზა და ჟესტები. ყურადღება მიაქციე მის მეტყველებას, სუნთქვას, სიარულის მანერას და გაიმეორე!
გამოგივა.
იმიტომ, რომ ცნობიერება და სხული ერთიანი კიბერნეტიკული სისტემის ნაწილებია!
შენი ლილუ
P. S. კითხვებზე გამახსენდა, წარმოიდგინე, რომ სტუმრად მეწვიე და გთავაზობ: მაგარ ყავას, მწვანე ჩაის ან წითელი ფორთოხლის წვენს, რომელს მიირთმევ?
ტექნიკა „ორგაზმი“
ახლა ძალიან კარგ გუნებაზე ვარ. ამიტომ გადავწყვიტე, გაჩუქო ტექნიკა, რომელიც შენს ცხოვრებას საგრძნობლად შეცვლის.
არ გჯერა?
ბუნებრივია. უფრო სწორად, სრულებით ადამიანური დამოკიდებულებაა.
შენ სცადე. რას კარგავ?
თანაც, ეს ტექნიკა ერთობ სასიამოვნო შესასრულებელია. ხი-ხი!
ოღონდ, ცხადია, პატარა მომზადება სჭირდება.
ამაში ტვინის განძრევას ვგულისხმობ.
ვთქვათ, გაქვს რაღაც პრობლემა. არ გეკითხები, რა პრობლემა გაქვს. ამას მნიშვნელობა არა აქვს.
დავუშვათ, ეს პრობლემა არის…
უფულობა.
უუნარობა, შეინარჩუნო საყვარელი ადამიანი.
გიღალატეს.
მოგატყუეს.
ვერ დააინტერესე.
გრძნობებზე არ გიპასუხეს.
ეთსეთერა…
თუმცა, რატომ, მაინცდამაინც პრობლემა. ანუ უკუღმა რა გვალაპარაკებს.
ამის განსაზღვრა სხვაგვარადაც შეიძლება. მაგალითად, ასე:
რა გინდა?
პაუზა.
პაუზა.
პაუზა.
ხვდები, რისთვისაა საჭირო ამდენი პაუზა?
მაინც გეტყვი.
საქმე ისაა, რომ სურვილებს აქვთ ერთი ძალიან ცუდი თვისება.
ახდებიან ხოლმე!
ამიტომ კარგად დაფიქრდი, რადგან ყველაფერი რაც ძალიან გინდა, შეიძლება სულაც არ იყოს შენთვის საჭირო.
სინამდვილეში არ იყოს საჭირო.
მაინც გინდა?
ოქეი. მაშინ კარგად ჩამოაყალიბე, რა გინდა.
სურვილი უნდა იყოს აწმყო დროში, პოზიტიურად ფორმულირებული და ყოველგვარი „არ/ვერ“ ნაწილაკების გარეშე!
და რაც მთავარია, მისი ასრულება შენზე უნდა იყოს დამოკიდებული.
ეს რას ნიშნავს?
მაგალითად, სურვილი – „დუდუს ვუყვარვარ“ – არასწორად ფორმულირებულია.
რატომ?
იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ეს შენზე არ არის დამოკიდებული; მეორეც, შენ აზრზეც არა ხარ, როგორი სიყვარული შეუძლია ვიღაც „დუდუს“.
აქვე საიდუმლოს გაგიმხელ და გეტყვი, რომ შენ იმაზეც არა ხარ აზრზე, როგორი სიყვარული შეგიძლია შენ თვითონ. მაგრამ, ეს ამ წუთში დაივიწყე, იმიტომ, რომ სასარგებლო რაღაცებზე უნდა ვიფიქროთ.
მოკლედ, სწორი იქნებოდა დაახლოებით ასეთი ფორმულირება: „მე აღვძრავ „დუდუში“ სიყვარულს ჩემდამი“ (ფუ, ენას მოიტეხს კაცი, მაგრამ ასეა საჭირო!). იმიტომ, რომ „მე აღვძრავ“ უკვე შენზეა დამოკიდებული.
ანდერსთენდ?
ახლა შეეცადე, შენთვის უფრო ლამაზი და მოქნილი ფორმულირება მოახდინო, დაუშვათ, ამ სურვილის (ხვდები, ხო, რომ „დუდუს“ ნაცვლად, შენი რჩეულის სახელი უნდა ჩაწერო?“ ხი-ხი!)
დიახაც, ჩაწერო!
ანუ სურვილი დაწერე ფურცელზე, იმდენჯერ, სანამ არ მიხვდები, რომ ისეა ფორმულირებული, როგორც მოგწონს.
იგივე შეიძლება მოიმოქმედო სხვა სურვილთან მიმართებაში. ხომ შეიძლება, რომ სინამდვილეში ფეხებზე გეკიდოს დუდუ და გჭირდებოდეს ფული?
ან სამსახური?
მოკლედ, დავწერეთ, ხომ?
ახლა ხელი უნდა გაანძრიო!
აიღე სახატავი ფურცელი, ფლომასტერები, ფანქრები ან საღებავები, საკუთარი სურვილის მიხედვით.
და დაიწყე ხატვა…
რაო?
არ გეხერხება?
ვინმემ გითხრა, რომ გოია, შიშკინი, სალვადორ დალი ან მოდილიანი უნდა იყო?
დახატე, როგორც გაგიხარდება.
ოღონდ, გულით!
რას ხატავ?
რას და შენს სურვილს. როგორც გეხატვინება.
როგორიც წარმოგიდგენია.
ბაი ზე ვეი, შეგიძლია სულაც შენი სურვილის სიმბოლო დახატო. სიმბოლოც შეგიძლია გამოიგონო, ოღონდ, უნდა ხედავდე, გრძნობდე და საკუთარმა შინაგანმა ხმამაც გითხრას, რომ ეს ნამდვილად შენი სურვილის სიმბოლოა.
მარტივია, ხომ?
მოკლედ, დავხატეთ!
ისეთ ფერებში, ჩვენ რომ გვინდა.
ახლა შეხედე კარგად. ნამდვილად ისაა, რაც გინდა?
თუ რამე აკლია, დაუმატე!
კიდევ შეხედე.
ისევ რაღაც მოგინდა, გაასწორო? ნოუ პრობლემ!
კიდევ შეხედე.
ჯასთ ისაა, რაც გვინდოდა!
ახლა აიღე ჭიკარტი და ეს ფურცელი „მიაპინე“ სადმე, მაგალითად, კედელზე, შენს საწოლთან. ოღონდ ისე, რომ ხედავდე!
ყველა რაკურსიდან!
ახლა კი ყველაზე სასიამოვნო „პროცედურა“ იწყება.
დიახ, გამოიცანი. ესაა სექსი!
დაიცა, ახლავე კი არა, ჯერ ეს პოსტი ჩაიკითხე!
მოკლედ, გავაჩაღეთ სექსი (აბსოლუტური უპარტნიორობისა და სრული უიმედობის შემთხვევაში შეიძლება მასტურბირებაც! ვგრძნობ, ვინემ ჩამქოლავს, მაგრამ მოყვასისთვის რას არ გააკეთებ!).
დროის რაღაც მომენტში წამოვიდა… ტალღა.
ნუ, ორგაზმი!
ჰოოოო, რასაც ახლა გეტყვი,  ყველაზე რთული შესასრულებელია, მაგრამ გაუძელი!
საქმე ისაა, რომ ორგაზმის დროს ადამიანს სხვა რაღაცებზე ფიქრი უჭირს. დუ იუ ეგრიი თუ მი?
ოღონდ, ახლა საჭიროა.
მოკლედ, „დაგატყდა თავს“ ორგაზმი და…
გაახილე თვალი, ადამიანო!
ისა, რა შუაშია და უცებ, ანეკდოტი გამახსენდა:
- აბა თუ იცი, რატომ ხუჭავენ კაცები თვალებს სექსის დროს?
- როგორ არ ვიცი,  ქალის ბედნიერი სახის დანახვა არ შეუძლიათ!
მოკლედ, გაახილე თვალი!
პრინციპში, შეიძლება არც დაგიხუჭავს, იმიტომ, რომ „საპასუხისმგებლო მომენტში“ მარტო კაცები კი არ აშტერდებიან პარტნიორს!
გაახილე თვალი და შეხედე კედელზე „მიპინულ“ სურათს, შენ თვითონვე რომ დახატე!
სიმბოლოს, ანდა!
უბრალოდ შეხედე! სანამ ტალღა გადაივლის.
მერე შეგიძლია პარტნიორს უთხრა, რომ ძალიან მაგარი იყო!
პრინციპში, რაც გინდა ის უთხარი. ამას ტექნიკისთვის მნიშვნელობა არა აქვს.
ტექნიკა ამით დამთავრდა.
სურვილი კი აუცილებლად აგიხდება.
მოკლე დროში!
გეხვეწები, არ ამახსნევინო, როგორ მუშაობს ეს ტექნიკა. უბრალოდ, მენდე, რომ მუშაობს!
სიი იუ!
შენი ლილუ!
მაგიისკენ მიმავალ გზაზე
თავდაპირველად ადამიანი ამ ქვეყანას თავისუფალი ევლინება. თავისუფალი შეგონებებისგან, ცრურწმენებისგან, შეხედულებებისგან, მრწამსისგან, ფობიებისგან, მსოფლმხედველობისგან. დაბადებისას ადამიანმა არ იცის, რა ენაზე ილაპარაკებს, რომელ პოლიტიკურ პარტიას ან რელიგიას აღიარებს. არ იცის, დიზაინერი გახდება თუ დიდი პოლიტიკოსი. არ იცის, რისთვის მოვიდა და საით მიემართება.
მერე იზრდება, სწავლობს, უფრო სწორად, მისი ტვინი სწავლობს, ღრუბელივით იწოვს ნებისმიერ ინფორმაციას. ამასთან, ის სწავლობს კეთილისა და ბოროტის, შავისა და თეთრის გარჩევას, საზრისის დანახვას.
და იმავდროულად კარგავს თავისუფლებას. ხდება პრობლემების, ილუზიებისა და შიშის ტყვე!
თუმცა ახლა, მე ისე მოგმართავ, როგორც თავისუფალ ადამიანს!
პრობლემა
პრობლემის, როგორც მოვლენის, დროით სივრცეში განთავსებისა და  განხილვისას, შესაძლოა ყურადღება მიაქციო ასეთ დეტალებს:
ადამიანს, ჩვეულებრივ, აღელვებს ის, რაც უკვე მოხდა, ანდა ის, რაც მოხდება!
მოდი, დავადგინოთ, როგორ ვიწამლავთ ცხოვრებას ამ ფანტაზიებით.
წარსული
ადგილი ჰქონდა მოვლენას ან მოქმედებას, რომელიც შენი აზრით, ახლა პრობლემად გექცა. ეს შესაძლოა მომხდარიყო გუშინ, ერთი ან ათი წლის წინ. წარსულთან დაკავშირებული მოგონებები, ემოციები ან ფობიები, უმეტესწილად, ადამიანს ცხოვრებას უპირქუშებს. ხომ ხშირად მომხდარა, რომ უსიამოვნო მოგონებების გახსენებისას ადამიანი უარყოფითი შეგრძნებების მორევში იფლობა.
მედიცინაში არსებობსს ასეთი ცნება: ჰალუცინაცია – მოვლენა, რომელიც ადამიანს აწმყოში არ შემთხვევია. როცა ობიექტი რაღაცას იხსენებს, იმ მომენტში არ იმყოფება ადგილზე, სადაც ეს ამბავი შეემთხვა. ის ახლა, უბრალოდ, რეალობაში იმყოფება.
მოგონება არასოდეს წარმოადგენს რეალობას, ის მარტოდენ ჰალუცინაციაა, რომელსაც შენი „მე“ აღწარმოებს.
თუმცა, მოვლენის ან მოქმედების გახსენებისას შენ მას გარკვეულ შეფერილობას ანიჭებ.
სხვაგვარად რომ ვთქვა, წარსული შენი ფანტაზიაა და მეტი არაფერი.
მოდი, შევთანხმდეთ, რომ საკუთარი თავი გიყვარს. იმიტომ, რომ…
აბა, ახლავე, ამ წუთას, მომეცი ვაშლი! ანდა, არ მინდა ვაშლი, ატმის კომპოტი მინდა!
არ შეგიძლია?
არ გაქვს და იმიტომ, ხომ?
ჰოდა, როგორ შეიძლება გიყვარდეს სხვა, თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, ანუ არ იცი, რას ნიშნავს ეს?
სიყვარული ხომ გაცემას ნიშნავს?
ჰოდა, როგორ მომცემ ვაშლს, რომელიც არ გაქვს?
წარსულის ჰალუცინაციები, ფანტაზიები და მოგონებები, მათი ემოციური შეფერილობისდა მიხედვით, რამდენიმე ტიპად იყოფა.
აბა, ყურადღებით!
ეს მნიშვნელოვანია.
ესე იგი, ეს ფანტაზიები რამდენიმე ტიპად იყოფა. ისინი, რომლებიც სიამოვნებას გგვრის და ისინი, რომელთა გამოისობითაც წარმოიშობა ცნება – „პრობლემა“ და კიდევ ისინი, რომლებსაც ნეიტრალური შეფერილობა აქვთ.
ჰომო საპიენსი, როგორც იცი, მოაზროვნე ადამიანს ნიშნავს.
ჰოდა, აბა მითხარი, რომელი საღად მოაზროვნე ადამიანი ჩაიდენს საქციელს, რისგან გამოწვეული ემოციებითაც ცუდად გახდება?! ალბათ, მაზოხისტი, ხომ?
და თუკი მაინცდამაინც გენატრება ჰალუცინაციები, სახელწოდებით “წარსული”, მაშინ ისინი გაიხსენე, რომლებიც გუნებას გამოგიკეთებს და თავს კარგად გაგრძნობინებს. ეს ხომ უფრო გონივრულია?
ეს ხომ აწმყოსაც გააუმჯობესებს?
მოდი, ცოტა წავიფანტაზიოთ.
ეს ყველას შეიძლება შეემთხვეს. თუ ეს არა, რაღაც ამდაგვარი მაინც.
მანქანით მიდიხარ და უცებ, საბურავი ეშვება. ცხადია, გუნება წაგიხდა და ამ მოვლენას აზრობრივად „უკავშირებ“ გუშინდელ ჩხუბს სამსახურში ან სახლში, მერე უცებ გახსენდება, რომ ვალი გაქვს ანდა საყვარელი ადამიანი არ გირეკავს… შედეგი: შენი სტრესული მდგომარეობა ნარნარად გადაიზრდება ხანგრძლივვადიან დეპრესიაში!
არადა, არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენა რეალობაში (ანუ იმ მომენტში) არ მომხდარა, გარდა დაშვებული საბურავისა!
საბურავისა, რომლის გამოცვლაც 15 წუთში შეიძლება!
საქმე ისაა, რომ უარყოფით მოგონებებს ერთმანეთზე მიბმა ახასიათებს!
და თუ აყვები, კაცმა არ იცის, რამდენი დრო დაგჭირდება ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად…
პირველი ნაბიჯი
ამ წუთიდან თავად განსაზღვრე ვადა, რომლის განმავლობაშიც ისე იცხოვრებ, რომ მეხსიერებიდან უარყოფით მოგონებებს არ ამოთხრი.
ნუ შეეცდები, არ გაიხსენო.
უბრალოდ,
არ გაიხსენო!
ვერა?
ეს როგორ?
ის ხომ კარგად გამოგდის, რომ გაიხსენო?
ჰომო საპიენსი ხარ?
მაშინ, განვლილ ემოციებს ნუ მისცემ საშუალებას, აწმყო დაგიმახინჯოს!
მაინც ვერა?
არ შეგიძლია?
ოქეი. უბრალოდ წარმოიდგინე, რომ შეგიძლია.
ვერ წარმოიდგენ?
მაშინ, წარმოიდგინე, რომ წარმოიდგინე, რომ შეგიძლია!
სიი იუ!
ეს პირველი ნაბიჯი იყო. მეორე მომდევნო პოსტში იქნება!
P.S. ისა და, კინაღამ დამავიწყდა, მეკითხა:
Take Our Poll