Skip to content

რატომ არიან ისინი შენ გვერდით?

October 8, 2011

whyHI!

ახლახან ერთი საინტერესო ფსიქოლოგიური გამოკვლევის შესახებ შევიტყვე. სამწუხაროდ, დეტალები არ მახსოვს – ერთმა ჩემმა კოლეგამ მიამბო და ყველაფერი ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ არსი ასეთია: თურმე, ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებსაც ვიძენთ, ჩვენს განვითარებაზე მხოლოდ 15 %-ით მოქმედებს. ხოლო ძირითად გავლენას – 80-85 % ახდენენ ადამიანები, რომლებიც გარს გვახვევია, ვისთანაც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ, მათი ფილოსოფია და მსოფლმხედველობა, თვალსაზრისი და შეფასებები. ის, თუ რას ფიქრობენ, რას – და, რაც მთავარია, როგორ ამბობენ და იქცევიან ჩვენთან მიმართებაში.

ადამიანები ფსიქოლოგიურ კლიმატს ქმნიან – გარემოს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. და ჩვენ არ ძალგვიძს, არ “გავიჟღინთოთ” ამ გარემოთი ჩვენი სოციალური ცხოვრების ყოველ წუთს.

ვიცოდი, რომ სოციუმის გავლენა მნიშვნელოვანია. თუმცა, სიმართლე გითხრა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენად მასშტაბური იყო.

და ამით ძალიან თვალსაჩინოდ, ჩინებულად აიხსნება, თუ უცებ, მკვეთრად რატომ იცვლება ბევრ ადამიანის ცხოვრება ამა თუ იმ მიმართულებით.

დააკვირდი შენი ახლობლებისა და ნაცნობების ისტორიებს და თავადაც დაინახავ.

დასასრულ, რამდენიმე ტრანსფორმაციული კითხვა ამ თემაზე ( არ წაიკითხო, თუ ცვლილებების გეშინია!)

- ვინ გახვევია გარშემო და რატომ არიან ეს ადამიანები სინამდვილეში შენ გვერდით?

- შენთან მიმართებასა და ურთიერთობებში როგორ გსურს, რომ იქცეოდნენ ისინი?

და რამდენია ასეთი ადამიანი, ვინც მართლაც ასე გექცევა?

და რამდენია ის ადამიანი, ვინც შენს დროს მხოლოდ “ნთქავს”?

გამიზიარე კომენტარებში.

SEE U!

 

15 Comments leave one →
  1. maiko permalink
    October 12, 2011 12:17 pm

    ashkaraa, rom garshemomyofebi did gavlenas axdenen chvenze, amitom yoveltvis vcdilob dadebiti auris mqone adamianebtan mqondes urtiertoba da tavs varideb pesimistebs da yvelafrit ukmayofiloebs. moqcevit ki minda ise meqceodnen, rogorc me veqcevi sxvebs.

  2. October 12, 2011 6:19 pm

    ადმიინ… ერთი თხვონა მექნებოდა… იქნებ პლაცებოზე მოგეპოვება ისეთი ინფო რომელიც უცნაურზე და სხვა საიტებზე რომ არ დევს? :( ძაან მჭირდება და რავიცი აბა, სხვას ვის მივმართო თუარა შენ <3 (თქვენ?)

    • October 15, 2011 7:12 pm

      “პლაცებოს ეფექტი” დამაბნეველი ტერმინია. არ ვიცი, რა წერია უცნაურზე, რადგან მხოლოდ თვალის გადავლება მოვასწარი (სულ მეჩაქარება :) ) იმის მისახვედრად, რა არ გჭირდებოდა. :) როგორც იცი,, “პლაცებო” ლათინური სიტყვაა და ნიშნავს… “მე მინდა!” (თანაც უბრალოდ კი არ “მინდა”, არამედ “მინდა, სიამოვნება მივიღო”! (აქ დასკვნებამდე თავადაც მიხვალ).
      ნლპ-ერთა გარკვეული ნაწილს მიაჩნია, რომ “პლაცებოს ეფექტი” არა უსაფრთხო წამლის იდუმალი მოქმედებაა, არამედ ფსიქოსოციალური ზემოქმედების რთული ქსელი, რომელიც მკურნალობისას წარმოიქმნება. და ამ ზემოქმედებას ადგილი აქვს როგორც სამედიცინო პრეპარატებით, ასევე, არააქტიური ნივთიერებებით მკურნალობისას.
      ამასთან, პლაცებო არა მარტო ხელშემწყობი ფაქტორია (აქ აღარ მოგიყვები, რომ სხვადასხვა ესქსპერიმენტმა სხვადასხვა შედეგი გამოიღო და ერთმნიშვნელოვნად რაიმეს მტკიცებას მეცნიერები გაურბიან), არამედ არსებობს მისი ეფექტიანობის იერარქიაც:
      პლაცებო ქირურგია უკეთესია, ვიდრე პლაცებო ინიექციები;
      ინიექციები უკეთესია, ვიდრე კაფსულები;
      კაფსულები უკეთესია, ვიდრე აბები;
      დიდი აბები უკეთესია, ვიდრე პატარები;
      რაც უფრო ხშრად იღებს ადამიანი პლაცებო პრეპარატებს, მით მეტად ეფექტიანია;
      რაც უფრო ძვირია, მით უკეთესია;
      მნიშვნელობა აქვს აბების ფერს;
      უმჯობესია პაციენტს უთხრა “ეს გიშველის”, ვიდრე უთხრა “ეს, ალბათ, გიშველის”.
      აი ასე.
      ახლა გავიქეცი.
      შენ კი იფიქრე. :)
      SEE U!

  3. October 12, 2011 6:23 pm

    ხოო, და რაც შეეხება გარემოს და ადამიანებს შემიძლია ვთქვა რომ პრაქტიკით რაც გამომიცდია ცხოვრებაში ნამდვილად ვეთანხმები მაგ აზრს… იმიტომ რომ შეხედეთ, სკოლაში გამოკითხვა იყო ასეთი ვის სჯეროდა ბედისწერის… 16 მოსწავლიდან სჯეროდა 13, 3 არ სჯეროდა… შემდეგ გაკვეთილზე სიტყვა მომეცა… ვისაუბრე რაღაც რაღაცეეებზე ამ თემის ირგვლივ და ხელახალი გამოკითხვით პირიქით მაჩვენებელი მივიღეთ :) (13 არ სჯეროდა, მხოლოდ 3 სჯეროდა) ხოდა კიდევ, 16 კაციდან ყველა მართმადიდებელი მორწმუნე იყო… ახლა, მართალია ყველა მართმადიდებლად რჩება (რამდენადაც მონათლულები არიან იმდენად) მაგრამ ნახევარი თვლის რომ ათეისტია…. ჩემი გავლენით :დდდ

  4. October 13, 2011 9:03 pm

    nodar :D DD me ro ver maziarebineb shens ideebs ? :D DDD me piriqit vcdilob :D DD mara mag temaze saaaashinlad vkamatobt sul :D DD am shemtxvevashi ra xdeba? :D D

    • October 19, 2011 7:53 pm

      thinky, იქ მიწერია რო ჯერ 13 სჯეროდა მეთქი და შემდეგ 13-ს არ სჯეროდა მეთქი… ანუ სამი ხო დარჩა მის აზრზე… ყველა სუსტი ნებისყოფის არააა :დდდ შენ რომ ჩემი კლასელი ყოფილიყავი თუ ჩემ აზრზე არ იქნებოდი მაშინ აუცილბლად იქნეობდი მოაზრებული იმ 3-ში :დდდდ და რაიცი, იქნებ ჩემზე მეტი მომხრეეებიც გადაგებირებინა, ვინიცის… :დდდ

      • October 21, 2011 7:16 pm

        ho, magasac vgegmav axlo momavalshi :D DD aba eg tu ver movaxerxe mashin ra minda am siteze saertod :D DD

  5. October 16, 2011 6:46 pm

    Greetings from Russia. All is remarkable. In 1991 Ann K. Entus and others in magazine “NLP World” have described the base Presuppositions NLP. I as the trainer NLP (1995) have added Presuppositions and in the activity. They do not suffice much. For example: “Ability adequately to estimate the public blessing and
    to build progressive human desires is key for development. Or “Conscious, obvious or not the obvious deceit does not create Creative resource “. And so on. You can argue with me. Other mine Presuppositions in Russian here: http://metapersonal.ru/metapersonal-overview/our-values.html
    You understand, what all not so is simple? :-)

  6. October 17, 2011 11:04 am

    Дорогой коллега! Вам нет нужды писать мне на английском – я, как и многие в Грузии, великолепно владею и люблю русский язык.
    С удовольствием ознакомлюсь с Вашим сайтом. Шлю Вам тепло из солнечной Грузии, спасибо за внимание! :)

  7. October 21, 2011 8:44 pm

    На грузинском, извините, не могу прочитать. На английском могу :-)

  8. December 5, 2011 5:58 pm

    axali postebis dadebas rodis shedzlebt?

  9. bacho permalink
    January 14, 2012 10:44 am

    ateistebs : უკანასკნელი ასწლეულის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი, 1918 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში მაქს პლანკი ამბობს: „რელიგია და მეცნიერება სულაც არ გამორიცხავენ ერთმანეთს, როგორც ადრე ფიქრობდნენ და რისაც მრავალ ჩვენს თანამედროვეს ეშინია; პირიქით, ისინი ეთანხმებიან და ავსებენ ერთიმეორეს“.
    ამავე აზრს ადასტურებს ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი თავმჯდომარე ა. კრეს მორისონი თავის ბრწყინვალე სტატიაში „შვიდი მიზეზი, რომლებიც ხსნის, თუ რატომ მწამს ღმერთი“.
    მცირედი შემოკლებით გთავაზობთ ამ წერილს.
    .: I :.
    მათემატიკური ანალიზი
    წარმოიდგინეთ, რომ ტომარაში ათი მონეტა გდია, ღირებულების მიხედვით – ერთიდან ათ ცენტამდე. ტომარა შეანჯღრიეთ და შეეცადეთ, მონეტები მათი ღირებულების ზრდის მიხედვით ამოიღოთ, ოღონდ ყოველ ამოღებულ მონეტას, დახედავთ თუ არა, უკანვე, ტომარაში ჩაუძახეთ.
    მათემატიკა ამბობს, რომ ათიდან მხოლოდ ერთი შანსი გვაქვს, პირველივე ცდაზე ერთცენტიანი მონეტა შეგვხვდეს. ხოლო ერთცენტიანის შემდეგ რომ ორცენტიანი ამოვიღოთ, ამის ალბათობა უკვე ასიდან ერთია, მესამე ცდაზე სამცენტიანის ამოღებისა – ათასიდან ერთი და ა.შ.
    ერთი სიტყვით, აი, რას გვეუბნება მათემატიკური ანალიზი: შემთხვევით, გონიერი წარმართვის გარეშე, სიცოცხლე დედამიწაზე ვერაფრით ვერ გაჩნდებოდა.
    ბრუნვის სიჩქარე დედამიწის ზედაპირზე საათში ათასი მილია. დედამიწა რომ საათში ასი მილის სიჩქარით ბრუნავდეს, დღეცა და ღამეც ათჯერ უფრო გრძელი იქნებოდა. ამსიგრძე დღის განმავლობაში მზე ყოველივე ცოცხალს გადაბუგავდა, ღამე კი ყველაფერს სიცივე მოუღებდა ბოლოს.
    მზის ტემპერატურა 12 000 გრადუსია ფარენგეიტით. დედამიწა ზუსტად იმ მანძილით არის დაშორებული მზისგან, რომ ეს „მარადიული ცეცხლი“ ისე გვათბობდეს, როგორც საჭიროა, არც მეტად არც ნაკლებად. მზე რომ ორჯერ ნაკლებ სითბოს გვიგზავნიდეს, გავიყინებოდით, ხოლო ორჯერ მეტად რომ გვათბობდეს, სიცხე დაგვხოცავდა.
    დედამიწის ღერძი 23 გრადუსით არის დახრილი. ამიტომაც არსებობს წელიწადის დრონი. დახრილობა სხვანაირი რომ იყოს, ოკეანეების ანაორთქლი იმოძრავებდა წინ და უკან, სამხრეთისკენ და ჩრდილოეთისკენ, და ყველა კონტინენტს ყინულით დაფარავდა.

    მთვარე 50 000 მილით რომ იყოს ჩვენგან დაცილებული, ოკეანის მიმოქცევას ისეთი გრანდიოზული მასშტაბი ექნებოდა, რომ კონტინენტები დღე-ღამის განმავლობაში ორჯერ მოექცეოდა წყლის ქვეშ.
    ატმოსფერო, რომელიც დედამიწას გარს აკრავს, ოდნავ უფრო თხელი რომ ყოფილიყო, მილიონობით მეტეორი, რომლებიც ახლა ატმოსფეროში იწვება, დედამიწაზე ჩამოცვივდებოდა და უთვალავ ხანძარს გამოიწვევდა.
    ეს და ურიცხვი სხვა მაგალითი მოწმობს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის შემთხვევით გაჩენის ალბათობა მრავალი მილიონიდან ერთიც კი არ არის.
    .: II :.
    სიცოცხლემ სძლია წყალს, ხმელეთსა და ჰაერს
    ჯერ არც ერთი ადამიანი არ ჩასწვდომია სიცოცხლის არსს. მას არც წონა აქვს, არც ზომა, მაგრამ არის რეალური ძალა. მზარდი ფესვი კლდეს ანგრევს. სიცოცხლემ დაამარცხა წყალი, ხმელეთი და ჰაერი.
    სიცოცხლე სკულპტორია, რომელიც ფორმას აძლევს ყველაფერს, რაც სუნთქავს, სიცოცხლე მუსიკოსია, რომელიც ჩიტებს სასიყვარულო სიმღერებს ასწავლის, სიცოცხლე ზედმიწევნით დახვეწილი ქიმიკოსია, რომელიც ნაყოფს გემოს აძლევს, ყვავილებს – სურნელს, წყალსა და ნახშირჟანგს შაქრად და ხედ აქცევს და ამ დროს ყოველი ცოცხალი ორგანიზმისთვის აუცილებელ ჟანგბადს იღებს.
    აი, ჩვენს ხელთ პროტოპლაზმას წვეთია, თითქმის უხილავი, გამჭირვალე, ჟელეს მსგავსი, რომელსაც მოძრაობა და მზისგან ენერგიის მიღება შეუძლია. ეს უჯრედი, ეს გამჭირვალე ნამცეცა ნაწილაკი სიცოცხლი ჩანასახია და მცირესა და დიდისთვის სიცოცხლის მიმნიჭებელი ძალა აქვს. მისი ძალა მეტია, ვიდრე ძალა ჩვენი არსებობისა, უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანი და ცხოველი, რადგან ის ყოველივე ცოცხალის საფუძველია. სიცოცხლე ბუნებას არ შეუქმნია. სიცხისგან დახეთქილი კლდეები და ზღვები ვერ დააკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც სიცოცხლეს სჭირდება.
    ვინ შთაბერა სიცოცხლე პროტოპლაზმის ამ ნამცეცს?..
    .: III :.
    ვინ მისცა ცხოველებს ინსტიქტი?
    ახალგაზრდა ორაგული სიცოცხლის პირველ პერიოდს ზღვაში ატარებს, შემდეგ კი მშობლიურ მდინარეს უბრუნდება, თანაც მას ზუსტად ამ გზით აუყვება, რომლითაც ქვირითი მოხვდა ზღვაში. რას მიჰყავს ორაგული ასეთი სიზუსტით?

    კიდევ უფრო იდუმალია გველთევზას ქცევა. ეს საოცარი არსება ზრდასრულ ასაკში ტოვებს ტბორებს, მდინარეებსა თუ ტბებს, ფარავენ ათასობით მილს და ბერმუდის კუნძულებისკენ მიცურავენ. აქ ისინი გამრავლების აქტს ასრულებენ და იხოცებიან. პატარა გველთევზები, რომელნიც თითქოსდა ოკეანის სიღრმეებში ჩასაკარგად არიან განწირულნი, თავიანთი მშობლების გზას დაადგებიან და იმ მდინარეებს, ტბორებსა და ტბებს უბრუნდებიან, საიდანაც მათ იწყეს მოგზაურობა. ევროპაში არცერთხელ არ დაუჭერიათ გველთევზა, რომელიც ამერიკის წყლებში ცხოვრობს და არც ამერიკაში უნახავთ ოდესმე ევროპული გველთევზა.
    საიდან ჩნდება მათთვის გეზის მიმცემი იმპულსი?
    კრაზანა ზუსტად განსაზღვრულ ადგილას ასობს ნესტარს კალიას. ამის შედეგად კალია გონებას კარგავს და თითქოსდა დაკონსერვებულ ხორცად იქცევა. ამის შემდეგ კრაზანა კვერცხს დებს, ხოლო გამოჩეკილი მატლები კალიას ისე წოვენ, რომ არ მოკლან – მკვდარი ხორცი მათთვის მომაკვდინებელი საკვები იქნება. ამის შემდეგ დედა კრაზანა კვდება. ის ვერასოდეს ნახავს თავის შვილებს. უეჭველია, რომ ყოველი კრაზანა ამას ცხოვრებაში პირველად აკეთებს, ყოველგვარი სწავლების გარეშე, და აკეთებს ისე, როგორც საჭიროა. ეს მისტიკური ტექნიკა მათ სისხლში აქვთ გამჯდარი.
    .: IV :.
    ჩვენში სამყაროს გონის ნაპერწკალია
    ადამიანს კი ცხოველურ ინსტიქტზე მეტი რამ აქვს: გონება. თუკი ინსტიქტს ფლეიტის ერთ ნოტს შევადარებთ, – მშვენიერ, მაგრამ შეზღუდულ ხმოვანებას, – შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის გონებას ორკესტრის ყველა ინსტრუმენტის ყოველი ბგერის გამოცემა შეუძლია. ჩვენი გონიერების წყალობაა, რომ შეგვიძლია იმაზე მსჯელობა, თუ რას წარმოვადგენთ, ეს შესაძლებლობა კი იმითაა განპირობებული, რომ ჩვენში სამყაროს გონის ნაპერწკალი ძევს.
    .: V :.
    აი, სად იწყება ევოლუცია
    დედამიწის ზურგზე მცხოვრები ყველა ადამიანის გენები რომ შეგვეგროვებინა, სათითესაც კი ვერ გაავსებდა. მიუხედავად ამისა, ეს ულტრამიკროსკოპული გენები და მათი თანმდევი ქრომოსომები ძევს ყოველი ცოცხალი ორგანიზმის ყოველ უჯრედში და უტყუარ გასაღებს წარმოადგენს ადამიანის, ცხოველისა თუ მცენარის ყველა თვისებების ასახსნელად. სათითეში ეტევა მთელი დედამიწის მოსახლეობის ყველა ინდივიდუალური ნიშანი! მაშ, როგორ ხდება, რომ გენი ცალკეული პიროვნების ფსიქოლოგიის გასაღებსაც კი იტევს?

    აი, სად იწყება ევოლუცია! ის იწყება ერთეულში, რომელიც გენებს ინახავს და გადააქვს. და თუ ულტრამიკროსკოპულ გენში შემავალი რამდენიმე მილიონი ატომი შეიძლება აღმოჩნდეს ის აბსოლუტური გასაღები, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლეს წარმართავს, რაღა იქნება ამაზე უტყუარი საბუთი, რომ ყოველ ცოცხალ არსებაზე ვიღაცამ წინასწარ იზრუნა?
    .: VI :.
    მწერმა კაქტუსი დაამარცხა
    თუკი ბუნების ეკონომიკას დავაკვირდებით, უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ უკიდურესად სრულყოფილ გონს შეუძლია განჭვრიტოს ყველა სირთულე, რომელიც კი ასეთ რთულ მეურნეობაში იჩენს თავს.
    მრავალი წლის წინათ ავსტრალიაში ცოცხალ ღობედ დარგეს კაქტუსის ზოგიერთი შემოტანილი სახეობა. რაკი აქ მისი მავნებლები არ ბინადრობდნენ, კაქტუსი გამრავლდა, და უზარმაზარი ტერიტორია დაფარა. მან ქალაქებიდან და სოფლებიდან გაყარა ხალხი, დაანგრია ფერმები… ენტომოლოგები კაქტუსთან ბრძოლის გზებს მთელ მსოფლიოში ეძებდნენ. ბოლოს და ბოლოს, მათ მიაგნეს მწერს, რომელიც მხოლოდ ამ მცენარით იკვებებოდა. ის იოლად გამრავლდა, რადგან ავსტალიაში მტრები არ ჰყავდა. მალე კაქტუსმა უკან დაიხია. ამის კვალობაზე, შემცირდა მწერების რაოდებობაც. დარჩა მხოლოდ იმდენი, რამდენიც საჭირო გახლდათ, რომ კაქტუსი ამაზე მეტად აღარ გამრავლებულიყო.
    ამგვარი ურთიერთკონტროლის მექანიზმი ყველგან გვხვდება. მართლაცდა, მწერები, რომლებიც ასე სწრაფად მრავლდებიან, რატომ არ ანადგურებენ დანარჩენ ცოცხალ სამყაროს? იმიტომ, რომ ისინი სუნთქავენ არა ფილტვებით, არამედ ტრაქეით. ტრაქეა კი მწერის ზრდის კვალდაკვალ შესაბამისი პროპორციით არ იმატებს. ეს შეუსაბამობა აფერხებს მწერების ზრდას. რომ არა ეს თავისებურება, ადამიანები გადაშენდებოდნენ. წარმოიდგინეთ, რა მოგვივა, ერთ მშვენიერ დღეს ლომისოდენა ხოჭოები რომ დაგვესხან თავს…
    .: VII :.
    ღმერთი ყველგან და ყველაფერშია
    ის ფაქტი, რომ ადამიანს უნარი აქვს, ღმერთის არსებობის იდეა აღიქვას, თავისთავად საკმარისი საბუთია მისი არსებობისა.
    კონცეფცია ღმერთის შესახებ ადამიანის იმ საიდუმლო ნიჭის წყალობით აღმოცენდება, რომელსაც ჩვენ წარმოსახვას ვუწოდებთ. მხოლოდ ამ ძალის მეშვეობით ძალუძს ადამიანს, ყველა სხვა არსებისგან განსხვავებით, ახსნა მოუძებნოს აბრსტაქტულ საგნებსა და ცნებებს. ასე, რომელსაც ეს ნიჭი გადაგვიშლის, თვალუწვდენელია. სწორედ ჩვენი სრულყოფილი წარმოსახვა გვაძლევს სულიერი აღქმის საშუალებას და შეგვაძლებინებს, მიზნისა და ამოცანის მთელი სიცხადით გავაცნობიეროთ დიადი ჭეშმარიტება, რომ ცათა სასუფეველი ყველგან და ყველაფერშია, რომ ყველგან და ყველაფერშია ღმერთი.
    აი, ასე გვიდასტურებს მეცნიერებაც და წარმოსახვაც მეფსალმუნის სიტყვებს: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

  10. January 14, 2012 1:21 pm

    Bacho, respect!

  11. liki permalink
    January 14, 2012 8:11 pm

    amas principshi gaucnobiereblad mainc vxvdebit :P

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.