Skip to content

ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროს!

May 29, 2011

სარკე

ერთ მშვენიერ (ანდა ჩვეულებრივ) დღეს ნაპოლეონ ჰილთან უპოვარი კაცი მივიდა.

არა, ფულის სათხოვნელად კი არა,

მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ შველა ეთხოვა.

საუბრისას გაირკვა, რომ უპოვარი კაცი უწინ წარმატებული ბიზნესმენი იყო მანამ, სანამ… მისი ცხოვრება თავდაყირა არ დადგა: ცოლს გაეყარა, ქონება დაკარგა, ბიზნესი ჩაუვარდა, ჯანმრთელობა შეერყა და…

კიდევ უამრავი რამ ჰქონდა საწუწუნო.

ჰილმა ყურადღებით მოუსმინა და უთხრა:

“სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარები. მე ეს არ შემიძლია”.

უპოვარმა ყურები ჩამოყარა (რა გამომსახველი გამოთქმაა!) და წასვლა დააპირა.

“მოიცა! – შეჩერა ჰილმა, – სამაგიეროდ, ვიცნობ ერთ კაცს, ვისაც ნამდვილად შეუძლია დაგეხმაროს, თუკი მოინდომებს! ის ერთადერთია, ვისაც ამის უნარი შესწევს, ოღონდ…”

“ოღონდ?”

ჰილმა უპოვარი მეორე ოთახში გაიყვანა და გრძელი შტორის წინ დააყენა. როცა ექსპერტმა ფარდა გასწია, უპოვარმა საკუთარი ანარეკლი დაინახა სარკეში.ანარეკლი

“აი ის კაცი, რომელზეც გეუბნებოდი. მარტო მას შეუძლია დაგეხმაროს. თუ კარგად გაიცნობ და მის მოსმენას ისწავლი,  შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს აუცილებლად იპოვი!”

6 Comments leave one →
  1. fiqria permalink
    June 9, 2011 10:06 am

    “მომნუსხველი მზერა” es posti rodis daideba? :P :P:P

    • June 14, 2011 7:59 am

      Fiqria, დავდებ, როგორც კი მოვიცლი :)

      • fiqria permalink
        June 14, 2011 8:35 pm

        +imedia male moiclit :P dzalian, dzalian mainteresebs :P :P:P

  2. giogio permalink
    October 4, 2011 7:00 pm

    chveni tavi chvenadve gveyudneso igivee pontia ra chveni bedi da shesabmisad cxovreba warmateba da warumateblobac chvens xelshia.

    • October 8, 2011 7:34 am

      უფრო ზუსტად – ჩვენს ტვინში :) :)

  3. giogio permalink
    January 22, 2012 5:26 pm

    ხო იქიდან გამომდინარე რომ ტვინი აკონტროლებს ადამიანის შინაგან სამყაროს ხოლო ადამიანს შეუძლია თავისი თავის და გარემოებების კონტროლი. :) ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.