აღქმის ტიპის განსაზღვრა
ცხოვრებაში ხშირად არ გესმის ერთმანეთის სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი წამყვანი სენსორული სისტემები არ ემთხვევა.
მაგალითად, ასე:
ქმარი სამსახურიდან დაღლილი მოდის და დასვენება უნდა. სავარძელში მოიკალათებს, იხდის ფეხსაცმელს, იცვლის ტანსაცმელს, შემოიწყობს გაზეთებს და ბედნიერია! ამ დროს შემოდის ცოლი,
ხედავს ოთახში მიმოფანტულ ნივთებს და … ფეთქდება! ის ხომ მთელი დღე ალაგებდა. ქმარი წუწუნებს: “მოკლედ, ამ სახლში ერთი კუთხე ვერ გამოვძებნე, სადაც ადამიანურად დავისვენებ…” ცოლი პასუხობს: “რას ჰგავს აქაურობა. ყველაფერს ყრი. ესე იგი, პატივს არ მცემ!”
არადა, ისინი უბრალოდ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ: ცოლი ვიზუალია, ქმარი – კინესთეტიკი.
ახლა ერთ ლირიკულ გადახვევას გავაკეთებ.
ალბათ მიაქციე ყურადღება, როგორი ბმული გააკეთა ცოლმა: “ყველაფერ ყრი – ესე იგი, პატივს არ მცემ!”
რაც იმას ნიშნავს, რომ: თუ ყველაფერს ყრი (საქციელი) = პატივს არ მცემ (პიროვნული შეფასება), რაც არასდროს არ არის ერთი და იგივე!
იმიტომ, რომ საქციელი არ უდრის ადამიანს.
იმიტომ, რომ საქციელი და ადამიანი ერთი და იგივე არ არის.
ეს სხვადასხვა ლოგიკური დონეა (ლოგიკურ დონეებზე ოდნავ მოგვიანებით ვილაპარაკებთ).
ახლა დავუბრუნდეთ ძირითად თემას.
ქმარს რომ ცოლის ენა ესმოდეს, ამისათვის საჭიროა მისი საყვედურების კინესთეტიკის ენაზე გადაყვანა. მაგალითად, დაძინებისას, ის ხედავს, რომ ცოლი საწოლზე ზის, სერიალს უყურებს და ვთქვათ, ორცხობილას აკნატუნებს. ქმარი-კინესთეტიკი (ანუ კაცი, რომლის წამყვანი რეპრეზენტატიული სისტემა შეგრძნებებია) წვება და გრძნობს, როგორ ესობა გვერდებში ორცხობილას ნაფხვენები და… ფეთქდება! ახლა მისთვის ალბათ გასაგებია, რას განიცდის ცოლი-ვიზუალი, რომელიც სამყაროს ხატებებით აღიქვამს, როცა არეულ-დარეულ სახლს ხედავს…
მკაფიოდ გამოხატულ ვიზუალებს, აუდიალებს, კინესთეტიკებს და დიგიტალებს საქციელის, მოძრაობის, აღნაგობის, ლაპარაკის, სუნთქვის სპეციფიკური მახასიათებლები აქვთ. ეს ძირითადი მახასიათებლები აქვეა წარმოდგენილი.
| გამოვლინება | ვიზუალი | კინესთეტიკი | აუდიალი | დიგიტალი |
| გამოყენებული
სიტყვები |
ვხედავ, ვაკვირდები | ვგრძნობ, განვიცდი | ჟღერადობა
მოსმენა, ტონი |
ცოდნა, ინტერესი, ლოგიკა |
| თვალების მოძრაობა | ზემოთ-მარჯვნივ, ზემოთ-მარცხნივ | ქვემოთ-მარჯვნივ, ზოგჯერ ქვემოთ | მარცხნივ-მარჯვნივ, თავი დახრილია | მარცხნივ-გვერდით |
| მოძრაობა | დაძაბული | თავისუფალი | თანაბარზომიერი | დასწავლული |
| სუნთქვა | ზედაპირული,
ფილტვების ზედა ნაწილით |
ღრმა სუნთქვა,
მუცლით |
თანაბარი,
მთელი მკერდით |
ზედაპირული |
| მეტყველება | სწრაფი, ხმამაღალი | ნელი, ხმადაბალი,
მკერდისმიერი ხმა |
მელოდიური ხმა, გამომსახველი მეტყველება | მონოტონური |
| ჟესტები | ხელები სახის დონეზე მოძრაობს | ხელები წელის
დონეზე მოძრაობს |
ხელები წელს ზემოთ მოძრაობს | |
| მოსმენის
თავისებურებანი |
„უნდა ვხედავდე“ (დისტანციაზე) | „უნდა მივუახლოვდე“ | „არ ვუყურებ, რათა მესმოდეს“ | „არავითარი თვალებით კონტაქტი“ |



ხომ შეიძლება ერთდროულად ერთზე მეტი გამოვლინება ქონდეს ადამიანს ?
აი თუნდაც მასწავლებელს.
ის კიდეც უნდა ხედავდეს, საუბრობდეს და გრძნობდეს.
ანუ ამ შემთხვევაში ადამიანი მაქსიმალურად დაძაბულია ხომ ?!
ერთზე მეტი, ცხადია.
სამაგიეროდ, გაგიმხელ “საიდუმლოს”: დროის ერთ მოცემულ მონაკვეთში ადამიანს მხოლოდ ერთ საგანზე ფიქრი შეუძლია.
დაძაბულობას რაც შეეხება, როცა ტექნიკას ისე ფლობ, რომ ვეღარც კი გრძნობ, დაძაბულობაც არ არის.
დათო, ამ კითხვის პასუხად ცალკე პოსტი დაიდება.