Skip to content

როგორ აღვიქვამთ სამყაროს

July 1, 2010

ანუ რეპრეზენტატიული სისტემები

დასაწყისისათვის დავსვამ კითხვას:

როგორ აღიქვამ სამყაროს?

(პაუზა)

(პაუზა)

(პაუზა)

სანამ სიტყვიერად პასუხს გასცემდე კითხვას, დააკვირდი:

როცა ამ კითხვაზე ფიქრობდი, რა სურათი ამოტივტივდა შენს შინაგან ეკრანზე?

ანდა

რა გაიგონე?

ანდა

რა იგრძენი?

კიდევ ერთხელ:

როგორ აღიქვამ სამყაროს?

(პაუზა)

(პაუზა)

(პაუზა)

რა დაინახე?

რა გაიგონე?

რა იგრძენი?

გილოცავ! იმისად მიხედვით, თუ აღქმის რომელი ფილტრი გამოიყენე, უკვე იცი, რომელია შენი წამყვანი რეპრეზენტატიული სისტემა, რომელიც, რა თქმა უნდა განსხვავდება გარშემომყოფთა აღქმის სისტემისგან.

“საიდუმლოს” გაგიმხელ და გეტყვი, რომ არსებობს სამი ძირითადი რეპრეზენტატიული სისტემა, ანუ გარე სამყაროს აღქმის ფილტრები: მხედველობა, სმენა, შეგრძნება.

უფრო ზუსტად, რეპრეზენტატიული სისტემა არის უწინ მიღებული ინფორმაციის დამუშავების, შენახვისა და აღწარმოების უპირატესი მეთოდი. ძირითადი რეპრეზენტატიული სისტემებია: ვიზუალური  (ანუ “ვხედავ”), აუდიალური (“მესმის“) და კინესთეტიკური (“ვგრძნობ“).

ვიზუალური ძირითადად, ემყარება ვიზუალურ ხატებებს;

აუდიალური – სმენითს;

აუდიალურ-ტონალური გამოარჩევს უპირატესად, ბგერებსა და ტონალურ თანმიმდევრობას;

აუდიალურ-დიგიტალური კი – სიმბოლოებს (სიტყვებს);

კინესთეტიკური – შეგრძნებებს.

დიგიტალური (ანუ დისკრეტული) სისტემა ეყრდნობა დანარჩენი სისტემების სიგნალთა ლოგიკურ გააზრებას.

აქვე გეტყვი, რომ ადამიანთა უმეტესი ნაწილი ვიზუალური ან კინესთეტიკია, აუდიალები გაცილებით იშვიათად გვხვდებიან და ძირითადად, მუსიკოსები არიან.

იშვიათად გვხვდებიან დიგიტალებიც. ისინი, ძირითადად, ფინანსისტები და მათემატიკოსები არიან.

თუ პარტნიორთან (ნებისმიერთან) ურთიერთობისას მის სამივე ძირითად რეპრეზენტატიულ სისტემას მიმართავ – ანუ როცა ის თითქოსდა ხედავს იმას, რისი ჩვენებაც გინდა, ესმის ის, რასაც ეუბნები, პრაქტიკულად გრძნობს იმას, რისი “მიწოდებაც” გინდა, ძალიან დამაჯერებელი ხდები!

ალბათ დაგებადა კითხვა: როგორ უნდა მივხვდე, რომელი რეპრეზენტატიული სისტემაა წამყვანი იმ ადამიანისათვის, რომელზე ზეგავლენის მოხდენასაც ვცდილობ?

პასუხი: არჩევანის შემთხვევაში ადამიანები ხშირად იყენებენ იმ სიტყვებს, რომლებიც მათ წამყვან სისტემას შეესაბამება.

ვიზუალი: ” ნათელია, რომ…”; “ჩემი პოზიცია ასეთია”; ” ვხედავ, რომ…” და ა. შ.

აუდიალი: “სიმართლესავით ჟღერს…”; “კარგად მესმის თქვენი”; “ახლავე აგიხსნით” და ა.შ

კინესთეტიკი: “ვგრძნობ, რომ მართალი ხართ…”; “თქვენს სიტყვებში წყენა იგრძნობა…”

დიგიტალი: “ვფიქრობ, მართალი ხართ.

ამ სენსორულ-განმსაზღვრელ სიტყვებს: ზედსართავებს, ზმნებსა და ზმნიზედებს – პრედიკატები ეწოდება.

შესაძლოა ფიქრობ: ნეტავ რაში მჭირდება ეს?

პასუხი: თუ ეს იცი, კომუნიკაციაში უპირატესობა შენს მხარეზეა.

ალბათ შეგინიშნავს, რომ ამა თუ იმ ვითარებაში ადამიანს რაღაცას ეუბნები, მას კი შენი არ ესმის!

ეს იმიტომ, რომ თქვენ “სხვადასხვა” ენაზე ლაპარაკობთ – თქვენი წამყვანი რეპრეზენტატიული სისტემები განსხვავებულია.

თუ ყურადღებით წაიკითხე ზემო წინადადება, მიაქცევდი ყურადღებას, რომ იქ ორი პრედიკატია გამოყენებული: “ეუბნები” და “ესმის“.

ორივე პრედიკატი აუდიალურ სისტემას შეესაბამება.

(გაგრძელება აუცილებლად იქნება)

4 Comments leave one →
  1. bacho permalink
    January 14, 2012 10:23 am

    dges skolashi amas unda ascavlidnen da ara imas rogor chaabaron univeristetshi da rogor gaxdes mteli cxovreba mona .

    • bacho permalink
      January 14, 2012 10:30 am

      zalian magari saitia ak aris is rac unda iscavlo,daukvirde da gamoiyeno . amas iyenebs dedamicis mosaxleobis 10% anu milionrebi da miliardelebi.da imitomac arian zlierni ama kveynisani ,danarcheni nacili ki miyveba chveulebriv dadgenil normebs .skola ,universiteti,daojaxeba,samsaxuri da shesabamisad monoba mteli cxovreba ise ro tavadac ar ician ro monebi arian. mokled bevri rom agar gavagrzelot zalian moxaruli var msgavsi saitis arsebobit kartul enaze,gisurvebt carmatebebs da getavisuplot monebiii.

      • January 14, 2012 1:16 pm

        გმადლობ, Bacho, გამოხმაურებისათვის. წარმატებებს გისურვებ უხვად! :)

Trackbacks

  1. ნლპ – საბაზო პრესუპოზიცია: ცნობიერება და სხეული ერთიანი კიბერნეტიკული სისტემის ნაწილებია «

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.