Skip to content

HELLO, THERE!

ის, თუ როგორ აღიქვამ იმას, რაც ხდება, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ის მაინც ხდება!

მომნუსხველი მზერა

January 20, 2012

tvaliსხვაგვარად მას მაგნიტურ მზერასაც უწოდებენ.

შეგახსენებ, რომ მზერით ადამიანს შეუძლია გადმოსცეს თავისი გრძნობები: სიყვარული და სიძულვილი, აღფრთოვანება და ზიზღი, მადლიერება, თანაგრძნობა და ეთსეთერა.

ამავდროულად გეტყვი, რომ, მზერა ერთ-ერთი უძლიერესი იარაღია, რომელსაც შეუძლია წარუშლელი შთაბეჭდილებისა და მძლავრი ზეგავლენის მოხდენა სხვა ადამიანებზე.

ანუ ის ფარული ზემოქმედების საშუალებაა. ის აბრმავებს, იზიდავს, ხიბლავს, ნუსხავს და აიოლებს მანიპულაციურ ზემოქმედებას სხვებზე. Read more…

ნლპ – საბაზო პრესუპოზიცია: ცნობიერება და სხეული ერთიანი კიბერნეტიკული სისტემის ნაწილებია

January 17, 2012

self-trust“წარმოიდგინე, რომ ხელში შენი საყვარელი ხილი გიკავია. წარმოიდგინე, რომ გრძნობ მის წონასა და კანს. რა ფერისაა? წარმოთქვი მისი დასახელება. ახლა დახუჭე თვალი და წარმოიდგინე, რომ ამ ხილს ყნოსავ. რა შეგრძნებებს იწვევს მისი სურნელი? ახლა აზრობრივად გაჭერი იგი და ნელა მიიტანე პირთან. ჩაკბიჩე და მისი წვენი ენის ქვეშ დააგემოვნე.

თუ ახლა ნერწყვი არ გამოგეყო, ესე იგი, გძინავს…” (მაკ-დერმოტი, ო’კონორი).

ხილი წარმოსახვითი იყო, ხოლო ნერწყვი -რეალური. ცვლილებამ ცნობიერებაში გამოიწვია ცვლილებები სხეულში. იმიტომ, რომ ცნობიერება და სხეული ერთიანი კიბერნეტიკული სისტემის ნაწილებია.

ამას რა მნიშვნელობა აქვს? მაგალითად ის, რომ გარეგანი გამოვლინებებით შეგიძლია განსაზღვრო ადამიანის შინაგანი მდგომარეობა: რა გუნებაზეა, როგორი ხასიათი აქვს, რა დამოკიდებულება აქვს გარშემო მომდინარე მოვლენებისადმი. ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში ამას კალიბრირება ჰქვია. Read more…

ტექნიკა „ორგაზმი“

January 14, 2012

orgazmახლა ძალიან კარგ გუნებაზე ვარ. ამიტომ გადავწყვიტე, გაჩუქო ტექნიკა, რომელიც შენს ცხოვრებას საგრძნობლად შეცვლის.

არ გჯერა?

ბუნებრივია. უფრო სწორად, სრულებით ადამიანური დამოკიდებულებაა.

შენ სცადე. რას კარგავ?

თანაც, ეს ტექნიკა ერთობ სასიამოვნო შესასრულებელია. ხი-ხი!

ოღონდ, ცხადია, პატარა მომზადება სჭირდება.

ამაში ტვინის განძრევას ვგულისხმობ.

ვთქვათ, გაქვს რაღაც პრობლემა. არ გეკითხები, რა პრობლემა გაქვს. ამას მნიშვნელობა არა აქვს.

დავუშვათ, ეს პრობლემა არის… Read more…

მაგიისკენ მიმავალ გზაზე

January 11, 2012

თავდაპირველად ადამიანი ამ ქვეყანას თავისუფალი ევლინება. თავისუფალი შეგონებებისგან, ცრურწმენებისგან, შეხედულებებისგან, მრწამსისგან, ფობიებისგან, მსოფლმხედველობისგან. დაბადებისას ადამიანმა არ იცის, რა ენაზე ილაპარაკებს, რომელ პოლიტიკურ პარტიას ან რელიგიას აღიარებს. არ იცის, დიზაინერი გახდება თუ დიდი პოლიტიკოსი. არ იცის, რისთვის მოვიდა და საით მიემართება.

მერე იზრდება, სწავლობს, უფრო სწორად, მისი ტვინი სწავლობს, ღრუბელივით იწოვს ნებისმიერ ინფორმაციას. ამასთან, ის სწავლობს კეთილისა და ბოროტის, შავისა და თეთრის გარჩევას, საზრისის დანახვას.

და იმავდროულად კარგავს თავისუფლებას. ხდება პრობლემების, ილუზიებისა და შიშის ტყვე!

თუმცა ახლა, მე ისე მოგმართავ, როგორც თავისუფალ ადამიანს! Read more…

Follow

Get every new post delivered to your Inbox.